ვერძი – აუცილებელია, რომ გამოიჩინოთ მოხერხებულობა და გამჭრიახობა. ნუ იმოქმედებთ სწორხაზოვნად. გასაქანი მიეცით ინდივიდუალიზმს. განსაკუთრებული წარმატება გელოდებათ საქმიან ურთიერთობებში და კარიერაში.
კურო – იანვარში კარიერული აღმასვლა გელოდებათ. სამსახურში ტოპ პოზიციას დაიკავებთ. ნუ შეგეშინდებათ და უფრო თამამად გამოთქვით თქვენი აზრი, გამოხატეთ საკუთარი პოზიცია და აჩვენეთ ყველას, ვინ არის ლიდერი. იანვარში გელოდებათ ფინანსური აღმასვლა.
ტყუპები – იანვრის სადღესასწაულო პერიოდი ჰარმონიულობას დაგირღვევთ. თქვენ არ გიყვართ ხმაურიანი წვეულებები, ოჯახური შეკრებები და ამის გამო, შესაძლოა, დეპრესიაშიც კი აღმოჩნდეთ. 20 იანვრის შემდეგ თქვენი სულიერი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ცხოვრების ხალისი, მოტივაცია დაგიბრუნდებათ.
კირჩხიბი – იანვარში ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები შეგექმნებათ. ეს თვე არც ისე სახარბიელო იქნება თქვენთვის. თავს იჩენს კონფლიქტები პირად ურთიერთობებეშიც, მაგრამ მაინც შეძლებთ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას. მთავარია, რომ შრომა არა დაგეზაროთ და თვის ბოლოსთვის პრობლემები უკვე მოგვარებული გექნებათ.
ლომი – განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. სადღესასწაულო გაუთავებელი წვეულებების დროს ალკოჰოლის გადაჭარბებულმა მიღებამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, რომ არ აჰყვეთ პანიკას და ეცადეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვეთ. მერე რა, რომ იანვარი დღესასწაულების თვეა.
ქალწული – ქალწულებო, თუ გყავთ საყვარელი ადამიანი და ჯერ მასზე დაქორწინების გადაწყვეტილება არ მიგიღიათ, ასტროლოგიური თვალსაზრისით, სწორედ ახლა არის თქვენი ქორწინებისთვის ყველაზე შესაფერი მომენტი. თუ იანვარში დაქორწინდებით, ბედნიერი და მყარი ოჯახური თანაცხოვრება გელოდებათ. ისიამოვნეთ ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც ახალი წლის პირველი თვე შემოგთავაზებთ. თქვენს ცხოვრებაში ბედნიერების ეტაპი იწყება.
სასწორი – ასტროლოგები გირჩევენ, რომ განტვირთვასა და გართობას დაუთმოთ იანვარი. დაკავდით სპორტით, მედიტაციით, ხშირად მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას. თუ ასე მოიქცევით, თქვენ შეძლებთ ახალი ენერგიით ავსებას. ახლა ყველაზე მეტად დასვენება და გართობა, საკუთარ თავზე ზრუნვა გჭირდებათ.
მორიელი – იანვარი თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო თვე იქნება. შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. კარგი იქნება, თუ ერთი კვირით სადმე დასასვენებლად წახვალთ და რუტინულ ცხოვრებას მოსწყდებით. უფრო მეტი დრო გაატარეთ მშობლიურ გარემოში ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად. შედეგად, დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.
მშვილდოსანი – თქვენს ცხოვრებაში ახალი ქარი დაჰბერავს. ეს შეეხება, როგორც სასიყვარულო ურთიერთობებს, ასევე ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებას. ხვალინდელი დღე დღევანდელზე ბევრად უკეთესი იქნება. დროა, მოიშოროთ ყველაფერი ძველი და ცხოვრებაში ბევრი სიახლე შეიტანოთ.
თხის რქა – დროა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი შეწყვიტოთ და ისწავლოთ, როგორ გაუწიოთ სხვებს დახმარება. გარშემომყოფებს სჭირდებათ თქვენი გამოცდილება და ცოდნა. აუცილებლად დაეხმარეთ ყველას, ვისაც სჭირდებით და ცხოვრება ამისთვის დაგაჯილდოვებთ.
მერწყული – იანვარი თქვენთვის გრძნობების მოზღვავების პერიოდი იქნება. იქნებით უფრო მეტად მგრძნობიარე, ვიდრე ოდესმე, უფრო მეტად შეყვარებული ვიდრე ოდესმე. რომანტიკოსის სული თქვენში კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება. იანვარი თქვენთვის სიყვარულის თქვე იქნება.
თევზები – სამსახურებრივ საქმიანობში პრობლემები იჩენს თავს, კონფლიქტები გელოდებათ ოჯახურ ურთიერთობებშიც და ამიტომ, იანვარი თქვენთვის საკმაოდ რთული თვე იქნება. გამოიჩინეთ უფრო მეტი დიპლომატია იმისთვის, რომ პრობლემების მოგვარება შეძლოთ.