ქალაქ ბათუმის მეექვსე უბანზე, რომელიც ქალაქის მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული 12 საათისთვის 235 ამომრჩეველი მოვიდა.
_პირველ ტურთან შედარებით, ეს ორჯერ მეტია, შესაბამის დროს მოსული ამომრჩევლის რაოდენობასთან. სულ ამ უბანზე 1447 ამომრჩეველია დაფიქსირებული. აქტივობა მაღალი იქნება შუადღის საათებში და საღამოს. ჯერჯერობით, სრული სიმშვიდეა. ჩვენთან ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ დაწერილა, – გვითხრა მეექვსე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მაია ნაკაიძემ.