წელს ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ საქართველოში 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება, რომელთაგან 30 დასავლეთ საქართველოში მდებარეობს.
დღემდე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 44 საჯარო სკოლა მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში.
ათასწლეულების გამოწვევის ფონდის ცნობით, პროექტში ის საჯარო სკოლები მოხვდა, რომლებიც არ მდებარეობს თბილისში, არ გააჩნიათ სტრუქტურული (კონსტრუქციული) პრობლემები და არ განიხილებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2014-2019 წლისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო ნუსხაში.
„გურია ნიუსი“ ათასწლეულების გამოწვევის ფონდის მიერ გახორციელებული მედიატურის ფარგლებში მარტვილში, ინჩხურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც გადაღებულ კადრებს გთავაზობთ.