ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები, ოფიციალურად 24 დეკემბერს დაიწყო. ანაკლიის ნავსადგურის პროექტი სულ 9 ფაზად განვითარდება. პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოები 2017-2021 წლებში, 110 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე გახორციელდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს 10 000 კონტეინერიანი ,,პანამაქსის“ და ,,პოსტპანამაქსის“ ტიპის გემები მიიღოს. 2021 წლისთვის კი, ანაკლიის პორტის 900 000-მდე ,,TEU“ კონტეინერის და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. დღემდე ,,ანაკლიის განვითარების კონსორლციუმმა“ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და კონსულტატებთან ერთად პროექტის წინასწარი სამუშაოების ფარგლებში 50-ზე მეტი კვლევა გახორციელდა, მათ შორის საინჟინრო, საზღვაო ფლორისა და ფაუნის კვლევები. შემუშავდა, ღრმაწყლოვანი პორტის წინასწარი დიზაინი, 50-წლიანი გენერალური გეგმა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.
2017 წელს ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც კომპანია ,,ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს. აღნიშნული პორტის მშენებლობა, საქართველოს შანსს აძლევს, მნიშვნელოვანი საზღვაო კარიბჭე და გზაჯვარედინის თავის ისტორიული მისია, ახალი აბრეშუმის გზის კორიდორში და იქცეს რეგიონში მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძად.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს არის ძალიან დიდი ინდუსტრიის დასაწყისი და პორტის მეშვეობით აბრეშუმის გზის რუკაზე საქართველოს პოზიცია განმტკიცდება.
,,საფუძველი ჩაეყარა 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ პროექტს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ეს არ არის მხოლოდ პორტი, ეს არის დასაწყისი ქვეყნისთვის სატრანზიტო ქვეყნიდან წარმოების ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე. ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და ძალიან დიდი ინდუსტრიის დასაწყისი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდება. უპირველეს ყოვლისა თვითონ პორტი გახლავთ უნიკალური პროექტი გამომდინარე იქიდან, რომ ეს პორტი აბრეშუმის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი მისცემს ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მიიღოს ყველაზე დიდი გემები და აუწყოს ფეხი იმ მზარდ დინამიკას საკონტეინერო გადაზიდვებით და სხვა გადაზიდვებით, რომელსაც აქვს რეგიონში ადგილი. ეს პორტი რა თქმა უნდა ამ რეგიონის მაცხოვრებლებს და არა მარტო ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას მისცემს“, _ „განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც ცნობილია, ღრმაწყლოვან ანაკლიის პორტის, ოპერატორი და ინვესტორია ამერიკული კომპანია ,, SSA Marine“ . პორტს აშენებს, ,,თიბისი“ ჯგუფი, ამერიკულ კომპანია ,, Conti International“ – თან ერთად, რომლის წარმომადგენელი საქართველოში და ტენდერში გამარჯვებული არის ,,ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM”, კომპანიის დამფუძნებელი კი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეა.
ხაზარაძის თქმით, პორტი საქართველოს საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ის ისტორიული ფუნქცია რომლსაც ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზა ქვია,
„ჩვენ ვიწყებთ საუკუნის პროექტის მეორე ეტაპს, შარშან ამ დროს ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, სადაც დაგვევალა საქართველოში, ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამ ბოლო წლის განმავლობაში ჩატარდა საკმაოდ დიდი მოსამზადებელი სამუშაოები, საერთაშორისო სტანდარტებით. 1 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის მიერ მოწვეული იქნა მსხვილი, წამყვანი, როგორც საინჟინრო ისე გარემოს დაცვის, არქიტექტურული და რაც მთავარია, წყლის ინჟინერიის კომპანიები.
ჩვენ აქ არ ვაშენებთ მარტო პორტს, ეს არ არის მარტო ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის განაცხადი იმისა, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს ის ისტორიული ფუნქცია რომლსაც ეგრეთ წოდებული აბრეშუმის გზა ქვია, და დღეს ამას ეწოდება „ერთი სარტყელი ერთი გზა“. ჩვენ გვაქვს შანსი ვიყოთ ინტეგრირებული, ამ უზარმაზარ მარშრუტებში და საქართველო გახდეს ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი კვანძი სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიმართულებით. სწორედ ანაკლიის პორტი და მის უკან ქალაქი ანაკლია რომელსაც პროექტირების კომპანია შეირჩა ეს არის ბრიტანული წამყვანი კომპანია, რომელმაც დაიწყო მუშაობა. ქალაქი ანაკლიას მშენებლობის დოკუმენტაცია და კვლევა მომზადებაზე მუშაობა უახლოეს ხანში გამოვიტანთ საჯაროდ განსახილველად.
ანაკლია არის ბოლო კარიბჭე აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, სწორედ ანაკლიის პორტის გახსნით ჩვენ ამ კარიბჭეს გავაღებთ ძალიან ფართოდ და 2 წელიწადში მივიღებთ, იმ გემებს რომელიც ემსახურება დიდ ეკონომიკას“ ,- აღნიშნა ხაზარაძემ.
ანაკლიის პორტის და ქალაქის გაშენების მონიტორინგს, რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, მინისტრის ზურაბ ალავიძის განმარტებით, პროექტირება აქტიურ ფაზაშია გადასული, როგორც კი დასრულდება დეტალური პროექტირება, დაიწყება მშენებლების გამოვლენა, რომელიც იქნება გამჭვირვალე.
,,ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დეტალური დიზაინი, მიმდინარეობს, აქტიურ ფაზაშია გადასული, გარემოზე ზემოქმედების შეფასება კი დასრულებულია. ჩვენს სამინისტროში უკვე გადავიდა აქტიურ ფაზაში პორტის მონიტორინგი. მთელი წელი, აქტიური, დეტალური დიზაინური სამუშაოების, პარალელურად იქნება მოსამზადებელი სამუშაოები, იმიტომ რომ ტერიტორია, არეალი დიდია და მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. მოსამზადებელ სამუშაოებისთვის შერჩეულია ქართული კომპანია, რომელიც უკვე ახორციელებს სამუშაოებს. პროექტირება დეტალურ ფაზაშია გადასული, როგორც კი მოვა დეტალური პროექტები დაიწყება მშენებლების გამოვლენა, რომელიც იქნება გამჭვირვალე და ტენდერებით გამოვლინდება.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის, სივრცითი მოწყობის 5 პუნქტიანი გეგმის ნაწილი.
,,ინფრასტრუქტურა დიდია, პორტი დიდია, მშენებლობა რამოდენიმე ფაზისგან შედგება, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ეს არის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურა თუ არ გვექნება ეს პორტი მაშინ ის მაგისტრალები რასაც ვაკეთებთ და იმ ინვესტიციებს რასაც ვახორციელებთ სივრცითი მოწყობის 5 პუნქტიანი გეგმის მიხედვით, იმდენად ეფექტური არ იქნება რაც ამ პორტან ერთად. ანუ ეს პორტი, არის ჩვენი სტრატეგიული გეგმის შემადგენელი ნაწილი“ ,_ განაცხადა ალავიძემ.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, პირველი ფაზის 110 ჰექტარის სამშენებლო მოედნის მომზადება 6 თვეში დასრულდება.
,,მშენებლობა სამი წლის მანძილზე გაგრძელდება. პირველი ფაზის ფარგლებში მომზადდება 50 ჰექტარი, სატერმინალო ტერიტორია, აშენდება 1,6 კმ-ანი წყალმტეხი და ასევე, 625 მეტრიანი მისადგომი. დაღრმავება იქნება 16 მეტრი. 3 წელიწადში სრულად დასრულდება, მაგრამ მშენებლობა ისეაა გაწერილი, რომ 2 წლის თავზე გვინდა პირველი გემები მივიღოთ. პირველი ფაზის 110 ჰექტარის სამშენებლო მოედნის მომზადება დაიწყო და 6 თვეში დასრულდება, შემდგომ დავიწყებთ დაღრმავებით სამუშაოებს და შემდგომ კი, ეგრეთ წოდებულ რეკლამაციის სამუშაოებს, რომელიც ითვალისწინებს 15 მილიონი კუბამეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას და ხმელეთზე დაყრას. ეგრეთწოდებული სამშენებლო მოედანს არსებული დონიდან, დაახლოებით, 3 მეტრზე ავწევთ.“ – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა მოიცავს 9 ფაზას, რომელიც 340 ჰექტარზე გაშენდება, მისი ღირებულება კი 2,5 მილიარდ დოლარს.
ამავე თემაზე:
“აბრეშუმის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას” _ კვირიკაშვილი ანაკლიის პორტზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა
რა შენდება ანაკლიაში _ ღრმაწყლოვანი პორტი თუ ამერიკული საზღვაო ბაზა