ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალიდან (GEM FEST) ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ადამიანი გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის სიპტომებით გუშინ შეიყვანეს. აქედან ერთ-ერთი, 22 წლის გოგონა რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა, ხოლო 29 წლის მამაკაცი რეამინაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ამ დრომდე უცნობია რითი მოიწამლენ ახალგაზრდები. გავრცელებული ინფორმაციით მათ ახალი სახის ნარკოტიკი ფესტივალზე მიიღეს, რასაც კატეგორიულად უარყოფს ფესტივალის დირეტქორის მოადგილემ გურამ ქოიავა:
_ ფესტივალი გაიხსნა 14 ივლისს და დღევანდელი დღის ჩათვლით ამ ტერიტორიაზე სიკვდილიანობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. გარეთ რა ხდება არ ვიცით და არ ვართ ამ საკითხში კომპენეტურები. ამბებს ჩვენც სხვების მსგავსად მედიიდან ვიგებთ. მე შემიძლია ის გითხრათ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარეტბის მქონე 3 მედპუნქტი, რომელსაც სხვადასხვა სახის ჩივილებით მიმართავენ ფესტივალის სტუმრები.
ასევე, ტერიტორიას აქვს ორი შემოსასვლელი _ განმუხურის და ანაკლიის მხრიდან, სადაც ხდება ყველა შემომსვლელის შემოწმება და სკანირება. ტერიტორიაზე დაცვის სამსახურთან ერთად დგას შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და შემიძლია გითხრათ, რომ უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზეა დაცული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გურამ ქოიავამ.
ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა. როგორც უწყებაში გვითხრეს მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად თუ რა სახის ნივთიერება მიირეს ახალგაზრდებმა და რა გზით.