ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში ერთ-ერთ თორმეტსართულიანი საცხოვრებელ ბინასთან ადგილობრივი სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
როგორც მედიისთვის ცნობილი გახდა გუშინ, დაახლოებით 10 საათზე, ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერებულ მინივენში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა შეაგდეს.
მანქანა ადგილობრივ მკვიდრს შ.კ.-ს ეკუთვნოდა და ის უკვე დაკითხეს სამართალდამცავებმა.
“არ ვიცი რა, როგორ მოხდა. არაფრის თქმა არ შემიძლია ამ ეტაპზე, ველოდები ექსპერტიზის დასკვნას და სამართალდამცავების მუშაობის დასრულებას,“-გვითხრა შ.კ.-მ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით შ.კ-ძე სოფელ მაკვანეთში კარიერის მეპატრონე და ასევე რამდენიმე ტენდერის გამარჯვებულია.
კითხვაზე, უკავშირებს თუ არა მისი ბიზნესსაქმიანობას წუხანდელ შემთხვევას შ.კ. ასე გპასუხობს: “მე ჩემთვის წყნარად ვაკეთებ საქმეს და არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ ვერსიას.“
“გურია ნიუსი” უფრო მეტი დეტალის დადგენას შინაგან საქმეთა სამინისტროში შეეცადა, თუმცა, ამ დრომდე უწყების პრესსამსახურიდან კომენტარი არ მიგვიღია.