ქალაქ ოზურგეთის #60/05 საარჩევნო უბანზე პირველი საჩივარი დღის პირველ ნახევარში დაიწერა.
“რეგისტრატორი არ ამოწმებდა პირადობის მოწმობას და მის ვადიანობას. როდესაც მივეცი გაფრთხილება, მან მითხრა, რომ მისი მეზობელი იყო და იცოდა პირადობა იყო თუ არა ვადიანი. როდესაც მეორედ შევნიშნე მსგავსი ფაქტი, დავწერე საჩივარი“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს “ინვალიდთა დახმარების ასოციაციის“ წარმომადგენელმა მანანა გაბელაიამ.
“მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი ექსესების გარეშე მიდის საარჩევნო პროცესი. არანაირ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. დაიწერა ერთი საჩივარი და მოხდება მისი განხილვა“, _ გვითხრა საარჩევნო უბნის თამჯდომარემ, მანანა ინწკირველმა.