კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავთ,რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის ლეგიტიმაციისერთადერთი გზა არსებული პროექტის შეჩერება და ამის შემდეგ კონსენსუსისმისაღწევად იმ ფუნდამენტურ საკითხებზე მოლაპარაკების დაწყებაა, რომელიც უკვე განსაზღვრა მთელმა საზოგადოებამ“, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, “საზოგადოების დაკვეთაა:პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;ბონუსის სისტემის გაუქმება; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა; მოსამართლეების დანიშვნის წესი; პრეზიდენტის არჩევის წესი; უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი”.
“_ საყოველთაო თანხმობის გარეშე, ერთპარტიულად კონსტიტუციის მიღება არ შეუწყობს ხელს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში; ასევე, სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.
მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ცხადდება მზაობა კონსენსუსისთვის, მორე მხრივ კი, ხდება ხაზგასმა, რომ მესამე მოსმენისთვის ვერ მოხდება ძირეული ცვლილებები, არ ქმნის ხელსაყრელ საფუძველს დიალოგისთვის. პრინციპული ცვლილებების გარეშე კი, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ფუნდამენტურ საკითხებზე თანხმობა და კონსტიტუციის ლეგიტიმაცია, ვერ მოხდება“, _ აღნიშნა მიშველაძემ.