ექსპერტები გრაჰემი და პრაი, რომლებიც ადრე კონგრესში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საფრთხის შემფასებელ კომისიას ხელმძღვანელობდნენ, აცხადებენ, რომ იარაღის განვითარება და ტესტირება, ჩრდილოეთ კორეის მიერ ელექტრომანგიტური პულსით თავდასხმის განხორციელების რეალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ საფრთხე უფრო სერიოზულად აღიქვან.
მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეას ელექტრომანგიტური პულსის თავდასხმის განხორციელების შემთხვევაში შეუძლია ამერიკის შეერთებული შტატების ელექტრო ენერგიის ქსელი განუსაზღვრელი პერიოდით გათიშოს, ხოლო წელიწადში ამერიკელების 90%-ზე მეტის დაღუპვა გამოიწვიოს.
მათი ვარაუდით, თავდასხმა ინფრასტრუქტურის კრიტიკულ მდგომარეობაში ჩაგდებას გამოიწვევს. კერძოდ, საკვების და წამლების შენახვა მაცივარში შეუძლებელი გახდება, წყლის გადამამუშავებელი საწარმოები მუშაობას შეწყვეტენ, საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირება დაირღვევა. ასევე შეუძლებელი გახდება ფრენა, რადგან თვითმფრინავები ვარდნას დაიწყებენ.
როგორც ცნობილია, ელქტრომაგნიტური პულსი არის ბირთვული აფეთქების შედეგად გამოწვეული ელექტრომანგიტური გამოსხივება. იმ შემთხვევაში თუ აფეთქება დიდ სიმაღლეზე ხდება, ელექტრო სისტემის განადგურებ ვრცელ ფართობზე შეუძლია.