საქართველოს რაგბის კავშირი ბორჯღალოსნებისა და რუმინეთის ნაკრების თამაშზე დასწრების წესებს აქვეყნებს.
სტადიონზე გულშემატკივრების მხოლოდ 30 პროცენტი დაიშვება. ქვეყანაში მოქმედი კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩზე დასასწრებად, სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა, რომელთა დარღვევის შემთხვევაში, მატჩზე დასწრება აკრძალულია:
სტადიონზე შესვლისას და მთელი მატჩის განმავლობაში, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე;
სტადიონზე შესვლა შეიძლება მხოლოდ იმ შესასვლელიდან, რომელიც მითითებულია ბილეთში;
სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა, შესაბამისად ყველა ვალდებულია დაჯდეს იმ სკამზე, რომელიც მითითებულია ბილეთში;
მატჩის დღეს სტადიონის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის გარევაჭრობა აკრძალულია. გაიყიდება მხოლოდ წყალი;
მაყურებელს მოედანზე შესვლა 12 საათიდან შეუძლია.
დღეს, ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, „მიხეილ მესხზე“ რუმინელების წინააღმდეგ გამართავენ და მოგების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოიპოვებენ ჩემპიონობას.
მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.