REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა შედგა, რის დასრულების შემდეგაც, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ქომეის გათავისუფლება ჩრდილს ხომ არ მიაყენებდა მასსა და ტილერსონს შორის შემდგარ შეხვედერას, ლავროვმა სარკასტული ტონით უპასუხა :_ „ის გაათავისუფლეს? ხუმრობთ?“
მაუწყებლის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს FBI-ის დირექტორის გათავისუფლების შესახებ არაფერი უთქვამს. ის მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიესალმა და ვაშინგტონში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
REUTERS-ის ინფორმაციით, კრემლში იმედოვნებენ, რომ ქომეის გათავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს.