ცოტახნის წინ დასრულდა 2023 წლის საფრანგეთში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა. პარიზში მიმდინარე ამ ცერემონიაში მონაწილეობა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. საქართველოს საკრებს ჯერ ოფიციალურად არ მოუპოვებია მსოფლიო თასის საგზური. ამისთვის საჭიროა „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მოგება, ასევე მეორე ადგილოსანიც პირდაპირ ხვდება მსოფლიო თასზე. საბოლოო გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ :
ჯგუფი A : ახალი ზელანდია; საფრანგეთი; იტალია; ამერიკა -1; აფრიკა -1;
ჯგუფი B : სამხრეთ აფრიკა; ირლანდაი; შოტლანდია; აზია/ოკიანეთი; ევროპა -2;
ჯგუფი C : უელსი; ავსტრალია; ფიჯი; ევროპა -1; რეპეშაჟი;
ჯგუფი D : ინგლისი; იაპონია; არგენტინა; ოკეანეთი -1; ამერიკა -2;
დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრებს „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მოგება არ უნდა გაუჭირდეს, ასე რომ ჩვენი მეტოქეები მსოფლიო თასზე იქნებიან უელსი, ავსტრალია, ფიჯი და რეპეშაჟის გამარჯვებული. თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.