“როგორც ამბობენ ხვალ გამოცხადდება, რომ სკოლები არ იწყება არცერთი კლასისთვის. მათშორის არც მათთვის ვინც წელს შედის სკოლაში. დარწმუნებული ვარ, არანაირი წინასწარი პროგნოზი არ ექნებათ არც ჯანდაცვის და არც განათლების სამინისტროებს თუ როდის განახლება სასწავლო პროცესი. მე როგორც მომავალ პირველ კლასელის მშობელს, შეკითხვა მაქვს განათლების სამინისტროსთან – როგორ უნდა მოვიქცეთ ჩვენ, პირველ კლასელების მშობლები, რომლის შვილებმაც ჯერ წერა-კითხვაც არ იციან? რამდენად სწორი და ადეკვატური გამოსავალი იქნება წერა-კითხვის სწავლება დისტანციურად? კარგი, ვთქვათ მე ჩემი შვილი მივიყვანე კერძო მასწავლებელთან და კიდევ რამოდენიმემ. ამ ისედაც გაჭირვებულ ხალხს აქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ კერძო მასწავლებლებთან ატარონ შვილები? ვინ და როდის შემოგვთავაზეს გამოსავალს? ან გაქვთ საერთოდ კი რაიმე გეგმა?“,_ წერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასაკურავა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved