დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 4344 ადამიანი, რომელთა უმეტესობა სამედიცინო პერსონალია.
როგორც გამყრელიძე ამბობს, გუშინ დაიწყო საქართველოში 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების აცრაც, მათ შორის, ამ ასაკის მედპერსონალისაც.
2 კვირის განმავლობაში კი აცრის რიგში 11 273 ადამიანია.
გამყრელიძის ინფორმაციით, 2000-ზე მეტი ადამიანი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რიგში, 9000-ზე მეტს კი „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა სურს.
ინფორმაციისთვის, ამ წუთებში ვაქცინაციის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მედიავებინარი იმართება.