საქართველოში 8 წლის განმავლობაში ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 590.27 ჰა ფართობზე ჩატარდა.
საქართველოში ტყის აღდგენის სამუშაოები განსაკუთრებით 2013 წლიდან გააქტიურდა და ამ დროიდან 2020 წლის ჩათვლით, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობით, 268.67 ჰა ტყის ფართობი აღდგა, ტყის კულტურების განაშენიანება 321.6 ჰა ტყის ფართობზე მოხდა.
“ბიზნესპარტნიორმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ტყის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაცია გამოითხოვა.
სააგენტოს ცნობით, სამუშაოები ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და საკომპენსაციო გადასახადებიდან ფინანსდება.
2019-2020 წლებში ტყის აღდგენა განაშენიანების სამუშაოებს 568 881 ლარზე მეტი მოხმარდა. 2019 წელს 382 388 ლარზე მეტი, 2020 წელს კი, 186 493 ლარი.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა–გაშენების სამუშაოები 2019 წელს:
გურიაში 2 ჰა ტყის ფართობზე მოხდა ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, 3 ჰა ტერიტორიაზე ტყის კულტურები გაშენდა, 25.86 ჰა ფართობზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაირგო 10 500 ნერგი. დაიხარჯა 29 446 ლარი. აქედან, 15 521 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან არის, 13 925 ლარი, საბიუჯეტო თანხა.
2019 წელს აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ჯამში დაიხარჯა 382 388 ლარზე მეტი, აქედან 304 623 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან არის, 77765 ლარი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 2020 წელს განხორციელებული ტყის აღდგენა–გაშენების სამუშაოები:
გურიაში, 8.2ჰა ტყის ფართობზე წინა წლებში აღდგენილ-გაშენებული ფართობების მოვლის სამუშაოები განხორციელდა. დაიხარჯა 14 120 ლარი საკუთარი შემოსავლებიდან.
2020 წელს აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად ჯამში დაიხარჯა 186 493 ლარი, საკუთარი შემოსავლებიდან. წინა წელს ბიუჯეტიდან ამისთვის თანხა არ დახარჯულა.
წყარო: https://business-partner.ge/