15:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთის საოლქო კომისიაში 6 საჩივარია შესული. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად თენიეშვილმა განუცხადა.
„არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ოზურგეთში საკუთარი ხმა უკვე ამომრჩეველთა 38.56% აქვს მიცემული. სულ შემოსულია 6 საჩივარი, რომელიც მხოლოდ პროცედურულ დარღვევებთანაა დაკავშირებული და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“, _ განაცხადა თენიეშვილმა.