გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.
პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვების შეფასება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს ვთხოვეთ, მაგრამ ირაკლი კუჭავამ გვითხრა რომ კომენტარს ვერ აკეთებს.
„რამედნიმე წუთის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი და მე კომენტარს ვერაფერს ვერ ვაკეთებ“,_ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
მერის შემდეგ ჩვენ დაკავშირება ვცადეთ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ზაალ მამალაძესთან, რომელმაც შემდეგი პასუხი გაგვცა:
„არ ვიცი რა უნდა ვთქვა. დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სიტუაცია განმუხტოს. მოვლენებს დავაკვირდეთ“.
რაც შეეხება ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბექა გამდლიშვილთან ტელეფონზე დაკავშირება ვერ ხერხდება.