ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, CBN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი და პუტინის მიზნები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ამერიკის საუკეთესო ინტერესებისთვის მუშაობს, ხოლო პუტინი რუსეთისთვის იბრძვის, თუმცა დიალოგის არ ქონის შემთხვევაში ორივე ქვეყანას პრობლემები შეექმნება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ G 20-ის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ პირველი შეხვედრა პროდუქტიული აღმოჩნდა.
„ეს იყო კარგი და ხანგრძლივი შეხვედრა, რომელიც 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა. ყველა გაოცდა შეხვედრის ხანგრძლივობის გამო, მაგრამ ეს კარგია და არა ცუდი. ჩვენ საოცარი ბირთვული ძალა გვაქვს და ასევე აქვს მათაც. მას არ აქვს აზრი, თუ არ გვექნება რამე სახის ურთიერთობა“,_ამბობს ტრამპი და აღნიშნავს, რომ დიალოგის უქონლობის შემთხვევაში ორივე ქვეყანას პრობლემები შეექმნება.
ტრამპის განცხადებით, პუტინი უფრო ბედნიერი იქნებოდა თუ არჩევნებში ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა.
„ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველზე ძლიერი ქვეყანა და კიდევ უფრო ვძლიერდებით. მაგალითისთვის, თუ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა ჩვენი ჯარი გაკოტრდებოდა, ხოლო ელექტრო ენერგიაზე ფასი გაიზრდებოდა. აი, ამის გამო არ მოვწონვარ პუტინს. მე ძლიერი სამხედრო პირი ვარ, რისი დანახვაც მას არ სურს“,_ამბობს ტრამპი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ბევრ რამეს პუტინის სურვილების საწინააღმდეგოდ აკეთებს, თუმცა მაშინ როცა ამბობენ, რომ რუსეთს აშშ-ს პრეზიდენტად მისი ხილვა სურდა, ამას არავინ აქცევს ყურადღებას.
„დღეს, ელექტრო ენერგიის ფასი დაბალია და უზარმაზარი ენერგია იქმნება. ჩვენ ენერგორესურსების ექსპორტს ვაპირებთ, რაც მას არ სურს. კლინტონის არჩევის შემთხვევაში ელექტრო ენერგიაზე ფასი გაიზრდებოდა, რუსეთი კი ელექტრო რესურსებს ეყრდნობა. მე ძლიერი ჯარი მინდა, კლინტონი კი ამას ფულს არ დაახარჯავდა. ასე რომ ბევრი რამეა, რასაც პუტინის სურვილების საწინააღმდეგოდ ვაკეთებ, თუმცა როცა მესმის, რომ რუსეთს ამერიკის შეერთებული შტატების პოსტზე ჩემი ხილვა სურდა, ამას ყურადღებას არავინ აქცევს,“_აცხადებს ტრამპი.