ოპოზიციონერი ლიდერები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ.
როგორც გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მათ შეიმუშავეს გერმანულ მოდელზე დაყრდნობით კანონის ქართული მოდიფიკაცია.
„ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა ჩიხში და ჩიხიდან გამოსავალი არის კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი ადამიანები დღეს ამ კანონპროექტს სახალხო დამცველს გადავუგზავნით, თუ დღესვე ვერ მოესწრო, ხვალ შევა ის პარლამენტში, რომ შემდეგ ეუთო ოდირში გაიგზავნოს.
მზად ვართ, რა შენიშვნასაც მივიღებთ ეუთო ოდირისგან გავითვალისწინოთ.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გადავიდეს კონსტრუქციულ მოქმედებაზე, ქვეყანა დაიღალა მათი მხრიდან ერთი და იგივე განცხადებების მოსმენისგან,”_ განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, ქვეყანაში საპროტესტო აქციები შედეგის მიღებამდე გაგრძელდება.