2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გურიაში 113 304 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, 2017 წლის მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის ეს რიცხვი 3121-ით შემცირდა. 2017 წლის არჩევნებისთვის ოზურგეთში 62 417 ამომრჩეველი ფიქსირდება, ლანჩხუთში _ 29 422, ჩოხატაურში კი _ 18 344. რაც, ჯამში, 110 183 ამომრჩეველს შეადგენს.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს თუ რა აქტივობა დაფიქსირდა გურიაში არჩევნებზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში (მონაცემებისთვის გამოყენებულია ცესკოს ვებგვერდი).
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გურიაში რეგისტრირებული 113 304 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მივიდა 77989 ადამიანი. აქედან, ოზურგეთში 64 365 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 42 911-მა. ლანჩხუთში _ 30 130-დან გამოცხადდა 21 301 ამომრჩეველი, ჩოხატაურში 18 809 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 13 777-მა. საქართველოს მასშტაბით, რეგისტრირებული 3 613 851 ამომრჩეველიდან არჩევანი 2 197 243 ამომრჩეველმა გააკეთა;
2013 წელი, საპრეზიდენტო არჩევნები _ საქართველოს მასშტაბით 3 537 719 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, აქედან 1 648, 662 ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი. გურიაში საარჩევნო სიაში იყო 113104 ამომრჩეველი. თავისი მოქალაქეობრივი უფლება 61 435 ადამიანმა გამოიყენა. ოზურგეთი_ 64 116 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 28 423 ადამიანმა, ლანჩხუთი _ 30 132 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, არჩევნებზე კი 14 166 ამომრჩეველი მივიდა. ჩოხატაურში 18 856 ამომრჩევლიდან 9 900 ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
2014 წელი, თვითმმართველობის არჩევნებისთვის გურიის რეგიონში 112 092 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და 64 373 ამომრჩეველმა გააკეთა თავისი არჩევანი. ოზურგეთში 63 552 ამომრჩევლიდან 34280 ადამიანი მივიდა საარჩევნო უბნებზე. ლანჩხუთში 29889 ამომრჩეველი იყო და თავისი ნება 18 142 ამომრჩეველმა გამოხატა. ჩოხატაურში 18651 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 11 951 ამომრჩეველმა მიიღო.
საქართველოს მასშტაბით კი 1 485 372 ამომრჩეველი ფიქსირდებოდა, აქედან 739 757 კაცი იყო, ხოლო 745615 _ ქალი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. აღნიშნული დროის მონაცემებით, გურიის მოსახლეობა გურია 113 350 ადამიანს შეადგენს. ქალაქ ოზურგეთში _ 14 785, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი _ 48 078, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი _ 31 486 , ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი _ 19 001 ადამიანი დაფიქსირდა.