მარიხუანას, როგორც სამედიცინო მიზნით გამოყენება, ასევე, მოხმარება დღეს უფრო და უფრო ხშირად ხდება. მაუწყებლობა Wbsu მედიკოსებთან კონსულტირების შედეგად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი გამოწვევა შეუძლია კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას.
თავდაპირველად მაუწყებლობა მარიხუანის გამოყენების დადებით მხარეებს ასახელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის ტკივილსგან ათავისუფლებს. გერმანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარიხუანაზე დამოკიდებული მედიკამენტების გამოყენებამ, სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში ტკივილი 50%-ით შეამცირა. მსგავსი ეფექტი აქვს პარკისონის დაავადების მქონე პაციენტებშიც. გარდა ამისა, მას შეუძლია შფოთვის შემცირება. არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ქოლესტეროლის დონეს, ამცირებს სხეულის მასის ინდექსს.
რაც შეეხება მარიხუანას ყოველდღიური მოხმარების უარყოფით გავლენას, მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანს უვითარდება სურვილი მისი მოხმარების, რომ ისევ ის ეიფორია განიცადოს, რასაც მოწევა იწვევს და ამიტომ მასზე დამოკიდებული შეიძლება გახდეს.
გარდა ამისა, ყოველდღიური მოხმარება კარდიოვასკულარულ რისკს ზრდის.
ექიმები ამბობენ, რომ მარიხუანას მოხმარება იწვევს გულისცემის აჩქარებას, რაც საშიშია გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, კანაფის ყოველდღიურ მოხმარებას ორიენტაციის უნარის დაკარგვის და აზროვნების, მეხსიერების დაქვეითება შეუძლია. მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. გარდა ამისა, იწვევს რესპირატორულ პრობლემებს, მაგალითად, ქრონიკულ ხველას და დეპრესიასაც კი.