ისრაელი ქვეყანაში არალეგალურად მყოფ აფრიკელებს აპრილამდე ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თუ ისრაელში არალეგალურად მყოფი აფრიკელები ქვეყანას არ დატოვებენ, მათ პატიმრობა ემუქრებათ.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფრიკელები ისრაელში დისკრიმინაციას განიცდიან.
გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკელი მიგრანტები რეპრესიებს და ომს გაურბიან, რის გამოც, ისრაელი მზადაა ისინი მესამე ქვეყანაში, უგანდაში ან რუანდაში გააგზავნოს, სადაც მათ მისაღებად მზად არიან.