საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხანძრის კერების ჩაქრობას 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს.
როგორც ღირსიაშვილი ამბობს, ხანძრების გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, მაგრამ დიდი ალბათობით დაუდევრობის შედეგია.
„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ საგაზაფხულო სამუშაოების მოახლოებასთან ერთად ნუ მოახდენენ სავარგულების გადაწვას, რადგან ეს იწვევს სავალალო შედეგებს ჩვენი სამშობლოს და ქვეყნის მასშტაბით“,_ განაცხადა ღირსიაშვილმა.