პროექტი „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ორგანიზაციასთან ACT LLC თანამშრომლობის საფუძველზე ყოველწლიურად ატარებს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ევროკავშირის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანაში (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).
2020 წლის კვლევის მიხედვით:
საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
საქართველოში მოსახლეობის 69% ენდობა ევროკავშირს, და მხოლოდ 28% ენდობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს.
საქართველოს მოსახლეობის 49% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე. საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია უარყოფითი აზრის ევროკავშირზე.
საქართველოს მოსახლეობის 61%-მა იცის, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 69% თვლის, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტურია.
ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგება, რომელიცევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირისურთიერთობის შესახებ.
კვლევები შემდეგი საკითხების ფართო სპექტრს მოიცავს:
ზოგადი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ;
ევროკავშირთან დაკავშირებული ფასეულობები;
ევროკავშირის ურთიერთობების შეფასება მშობლიურ ქვეყანასთან;’]
ინფორმირებულობა ევროკავშირის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და მისი ეფექტიანობის შეფასება;
ინფორმაციის წყაროები;
ქვეყნის შეფასება და სამომავლო მოლოდინები.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა (საველე სამუშაო) ჩატარდა 2020 წლის თებერვლიდან მარტამდე (ჩOVID-19 კრიზისის დაწყებამდე) და ის ემყარებოდა პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ რეპრეზენტატულ ჯგუფებში თითოეულ ქვეყანაში.