საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში გრძელდება. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებას საინტერესო და განსხვავებული სანახაობა ელის.
„მინდა ყველას მივულოცო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული. დღევანდელი თემატიკა გახლავთ რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისადმი მიძღვნილი. ბუნებრივია, ყველა ის პროექტი და აქტივობა რაც კულტურის სამინისტროს აქვს გამოტანილი ასევე რუსთაველის თემაზეა. გამოტანილია ილუსტრაციები, რომლებიც ცნობილი მხატვრების მიერაა შექმნილი. შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ასევე წარმოადგენენ რუსთაველის თემატიკაზე პერფორმანსს. ასევე, სპეციალურად შშმ ბავშვებისთვის წარმოდგენილიიქნება გამოფენა. ძალიან საინტერესო საბავშვო პროექტია. შეგიძლიათ ნახოთ რუსთაველის თემატიკაზე შექმნილი ქართული რეწვის ნიმუშები, ასევე გადაწეროთ ვეფხისტყაოსანი, რომ შევქმნათ 21-ე საუკუნეში კიდევ ერთი ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი“, _ განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.