მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა.
როგორც ABC NEWS წერს, უკრაინის პრეზიდენტმა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც უკრაინაში გადავიდა და ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ რეგიონში ლიდერი გახდა და შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი, პეტრო პოროშენკომ, მას შემდეგ გადადგა, რაც საქართველოდან დოკუმენტები მიიღო.
მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წელს დაინიშნა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველო ყოფილ ლიდერს მას საპროტესტო აქციებზე ძალადობრივ ქმედებებში და კერძო ტელევიზიაზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს.
პოროშენკოს ბლოკის წევრის, სერგეი ლესჩენკოს თქმით, სააკაშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
„სააკაშვილი იძულებულია თავშესაფარი ამერიკაში ითხოვოს, ხოლო ამერიკული პოლიტიკა დაივიწყოს“,_ამბობს ლესჩენკო.
პოლიტიკის ანალიტიკოსის, ვლადიმერ ფესენკოს თქმით, გადადგმული ნაბიჯი მიუთითებს,რომ პოროშენკო როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ძლიერი პოლიტიკური ძალების მხრიდან, ზეწოლის ქვეშ იყო.
„სააკაშვილმა კორუფციასთან ბრძოლის დროს უკრაინულ ელიტაში ბევრი მტერი შეიძინა“,_ამბობს ფესენკო.
მაუწყებლის ცნობით, სააკაშვილს დაპირისპირება უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაქოვთან მოუვიდა, რომელსაც კორუფციული გზით კერძო მილიციის დაფინასებაში ადანაშაულებდა.
როგორც ცნობილია, ბრალდების გამო ავაკოვმა სააკაშვილს ჭიქა წყალი ესროლა.