„ჩიჩილაკი: სადღესასწაულო ნაძვის ხე, რომელიც ტყეს ზიანს არ აყენებს“_ ამ სათაურით BBC კალანდის მთავარი ატრიბუტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
საქართველოში საახალწლო ნაძვის ხის ჩიჩილაკის შესაქმნელი ტრადიცია საუკუნეებია არსებობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მას სახლში ბედნიერება და სიმდიდრე მოაქვს.
გარდა ამისა, ჩიჩილაკის გასაკეთებლად ცოცხალი ხეების განადგურება საჭირო არ არის, გარდა თხილის ტოტებისა.
როგორც BBC-ისთან საუბრისას, ჩიჩილაკების დამზადების ოსტატი, გია დათაშვილი ამბობს, ჩიჩილაკის გათლა ადრე ყველა ოჯახმა იცოდა, ახლა კი ყველა ვერ აკეთებს.
„თითქმის ყველა ოჯახმა იცოდა უწინ ამის გათლა, მაგრამ ახლა ყველა ვერ აკეთებს. გურულების ადრე სარწმუნო ღმერთი იყო აგუნა _ ხვავის და ბარაქის ღმერთი. აგუნას მღეროდნენ. სიმღერა იყო აგუნა. ჩიჩილაკს ერთმანეთს რომ მიუტანდნენ ოჯახში, ნიშნავდა, რომ მის ოჯახს შენ ჩუქნიდი სიმსუყეს, ბარაქას და ხვავს. ჩიჩილაკზე წამოაცვამდნენ მანდარინს, ჩურჩხელას გადაკიდებდნენ, ვაშლს, კანფეტებს. ახლა მოდაში შემოვიდა ჩიჩილაკს დოლარების დაკიდება“, _ ამბობს დათაშვილი.