თბილისში განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა.
როგორც მაუწყებელი წერს, ათასობით ადამიანი შეიკრიბა დედაქალაქის პარლამენტში რუსი დეპუტატის სერგაეი გავრილოვის მისვლის გასაპროტესტებლად.
გავრილოვი მართლმადიდებელი ქრისტიანი დეპუტატების შეკრებას ესწრებოდა.
დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან დელეგატებს სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან მიმართა.
10 000-მდე მომიტინგე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და სხვა ოფიციალური პირების გადადგომას ითხოვდნენ და პოლიციის კორდონი გაარღვიეს.
პოლიციამ მაინც შეძლო და ისინი პარლამენტის შენობაში არ შეუშვა.
ისინი მოითხოვდნენ რუსეთის დელეგაციას დაეტოვებინა პარლამენტი, ქუჩაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ევროკავშირის დროშებით და პლაკატებით, სადაც ეწერა “რუსეთი ოკუპანტია”.
2008 წელს კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა.