“საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დეპუტატებთან უხამსი ენის შეტაკებით დასრულდა”, _ ამ სათაურით აქვეყნებს INTERFAX გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ოპოზიციონერ ლიდერ ნიკა მელიას შორის მომხდარ სიტყვიერი შეურაცხყოფის ამბავს.
მაუწყებლის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ, ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, პრემიერს ბრალი დასდო კორუფციასა და ქმედუუნარობაში.
სიტყვიერი შელაპარაკება პრემიერ-მინისტრის მხრიდან მელიას მისამართით გინებაში გადაიზარდა.
მოგვიანებით, ოპოზიციურ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან” გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოიბოდიშა:
“მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას ჩემი ზედმეტი ემოციურობის გამო, პირველ რიგში, ჩვენ ადამიანები ვართ და ყველას გვაქვს ღირსების გრძნობ”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
მაუწყებელი აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შვიდი წევრითაა წარმოდგენილი, პარტიის დამფუძნებელი და არა ფორმალური ლიდერი კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.