რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვრის ასობით მეტრით წინ გადმოწევა THE INDEPENDENT-ის ობიექტივში მოხვდა.
მაუწყებლის ცნობით, კრემლის სამხედროებმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვარი ასეულობით მეტრით, სრულიად მშვიდად, გასულ კვირას, დიდი ოცეულის სამიტზე ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრამდე, გადასწიეს.
საქართველოს უსაფრთხოების სააგენტო მომხდარს უკანონოს უწპოდებს და ამბობს რომ საზღვრის გადმოწევის შედეგად გორში ფერმერები დაზარალდნენ.
„ეს არის საზღვრის უკანონოდ გადმოწევის პროცესის გაგრძელება, რომელიც არა მარტო არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს არამედ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების მდგომარეობას“,_ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, როს ის გაღიზიანებულია და საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედების დაგმობისკენ მოუწოდებს.
„საქართველომცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ ბერკეტს გამოიყენებს“,_აცხადებს ის.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით კი, ეს არ არის მცოცავი ოკუპაცია, არამედ, ძალიან ღია და დინამიური ოკუპაციის პროცესია.
„პროცესი პროგრესული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გახდა“,_ამბობს ის.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა სახის ბარიერი საქართველოს ტერიტორიიდან მავთულხლართების ღობეების ან ბანერების გადაადგილების წინააღმდეგ, რაც არა მარტო უსაფრთხოებისთვისაა გამოწვევა, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად დიდ პრობლემებს უქმნის“,_ აცხადებს ის.
THE INDEPENDENT -ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა წარმომადგენელმა ნატოში, კურტ უოლკერმა BBC RADIO 4-ის ეთერში დასავლეთს მოუწოდა, რომ მოსკოვს წინ აღუდგეს.
„რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, მაგრამ ამ სუსტ ხელს ძალიან აგრესიულად იყენებს, რადგან ჩვენ მტკიცე რეაგირებას არ ვახდენთ“,_განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი,ომის შედეგად გამოყოფილი, საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე პატარა ტერიტორიაა.
2008 წლის აგვისტოში რუსეთმა სამხრეთ ოსეთში ჯარი გაგზავნა და განაცხადა რომ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს ქართველი სამხედროების თავდასხმისგან იცავს.
საქართველო, რომელსაც მხარს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს, ამბობდა რომ რუსეთის ოპერაცია მიწის აშკარა მიტაცება იყო.
ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. რუსეთის გარდა ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რამდენიმე სხვა ქვეყანამაც სცნო.
რუსეთის კრიტიკოსების თქმით, ომი სამხრეთ ოსეთში 2014 წელს უკრაინაში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის რეპეტიცია იყო.