ახლახან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გურიის მხარის გუბერნიას ეწვია, სადაც ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, ბიუჯეტზე, მხარეში გახორციელებულ პროექტებზე. ზურაბ ნასარაიამ განმარტა, რომ მოსახლეობას აქვს საშუალება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომების ტრანსლაციას პირდაპირ უყუროს. რომ გურია განსაკუთრებით აქტიურია, აქტიურობენ ახალგაზრდები და განსაკუთრებით ქალები.
_რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის და გურიაში ეს ასე უნდა იყოს, – ღიმილით დაეთანხმა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი.
ზურაბ ნასარაიამ ას ევე ისაუბრა სოფლის მხარდასაჭერ პროგრამებზე, რომელსაც სოფლებში მხოლოდ ხალხი განსაზღვრავს, თუ რას მიანიჭონ პრიორიტეტი და რა გააკეთონ, როგორ და რაში დაიხარჯოს ამ პროგრამით განაზღვრული თანხა.
თუმცა, იგივე სოფლის მხარდასაჭერი პროგრამების დასაგეგმად ჩასატარებელი კრებების დაგვიანების გამო, და ზოგადად, ოზურგეთის 2020 წლის ბიუჯეტში შენიშვნების სრულიად გაუთვალისწინებლობისთვის, სულ ახლახან კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ. დაიმუქრა კიდეც, თუ შენიშვნები და მითითებები წლის დასაწყისშივე არ იქნება გათვალისწინებული ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის დროს, მხარს არ დაუჭერს ცვლილების დამტკიცებას.
აღნიშნულ საკრებულოს სხდომაზე, არ იმყოფებოდა გუბერნატორი და შესაძლოა, ამის შესახებ მანაც ისევე არაფერი იცოდეს, როგრც ამ მომენტისთვის არ იცის თვით პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც.
ამავე თემაზე:
“ამას _ იმდენი… იმას _ ამდენი…” _ გაუმჭვირვალობის ნიშნებით დახუნძლული ბიუჯეტი