ამერიკელი მეცნიერების აზრით, დინოზავრების გადაშენება გამოიწვია ხანგრძლივმა კვერცხის ინკუბაციურმა პერიოდმა.
დინოზავრები – მიეკუთვნებოდნენ ხერხემლიან ქვეწარმავლებს, რომლებიც დომინირებდნენ მეზოზოურ ხანაში. ცნობილია, რომ ამ ცხოველების გადაშენება მოხდა მეზოზოურ და კაინოზოურ ერათა მიჯნაზე, მაგრამ ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. ერთ-ერთი მიზეზი, გახლდათ კომეტის ან ასტეროიდის შეჯახება მექსიკის ნახევარკუნძულ იუკატანზე.
ერთ-ერთი ნაკლებად შესწავლილი ასპექტი დინოზავრების ცხოვრებისა იყო საინკუბაციო კვერცხი, რომელიც ანალოგია თანამედროვე ფრინველისა და უკავშირდება დინოზავრების წინაპარს. მეცნიერებს ზუსტი ინფორმაცია დინოზავრების საშუალო საინკუბაციო პერიოდის შესახებ არ გააჩნიათ, შესაბამისად არც არსებობს.
ამდენად, დინოზავრების ინკუბაციის პერიოდის დადგენა შეუძლებელია. არსებობს სხვადასხვა ნიმუშები გაქვავებულ ემბრიონზე, რომელიც ინახება ფლორიდს უნივერსიტეტში.
პოლარიზებული მიკროსკოპის საშუალებით, მეცნიერებმა გაანალიზეს ემბრიონის კბილების ზრდის ხანგრძლივობა. შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შეადგინეს მოდელი. ნიმუშებმა აჩვენა, რომ კვერცხის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს სამიდან ექვსი თვის განმავლობაში.
მკვლევართა აზრით, ასეთმა ხანგრძლივმა ემბრიონის განვითარების პერიოდმა შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს ამ ცხოველების გადაშენებაში. თუ დინოზავრების ინკუბაციის პერიოდი იქნებოდა მსგავსი, რა თქმა უნდა ისინი კატასტროფის შემდეგ ვერ აღადგენდნენ საკუთარ პოპულაციას. დაბალი შობადობის მაჩვენებელი, თავის მხრივ, გამოიწვევდა მათ ბუნებრივ გადაშენებას.