კვირაში რამდენჯერმე ალკოჰოლური სასმელის მიღება დიაბეტით დაავადების რისკს ამცირებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC დანიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ კვლევაში 70 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მკვლევარები აკვირდებოდნენ ისინი რომელ სასმელს რა რაოდენობით დალევდნენ, თუმცა, ალკოჰოლის მიღების რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ნებადართული არ იყო.
გავრცელებილი ცნობით, კვლევაში დიაბეტის 1-ლი და მე-2 ტიპის მქონე 859 კაცი და 887 ქალი მონაწილეობდა,
მაუწყებლის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის შედეგად მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ კვირაში 3-4-ჯერ დალევის შედეგად დიაბეტი ქალების 32% და მამაკაცების 27%-ში შემცირდა.
მკვლევარები ასევე ამბობენ, რომ ყველა ალკოჰოლს ერთნაირი შედეგი არ აქვს და ღვინო განსაკუთრებით სასარგებლო სასმელია, რადგან ის სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს.
კვლევის მიხედვით, ლუდის დალევის შედეგად მამაკაცების 21%-ში დიაბეტი შემცირდა, თუმცა ქალებზე გავლენა არ მოუხდენია.
ამავდროულად, ალკოჰოლური სასმელის დიდი რაოდენობით მიღება ქალებში დიაბეტით დაავადების რისკს ზრდის, თუმცა მამაკაცებში არა.
როგორც დიდი ბრიტანეთის დიაბეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ემილი ბერნსი ამბობს,ხალხი უნდა იყოს ფრთხილად, რადგან ალკოჰოლის რეგულარული მიღება მე-2 ტიპის დიაბეტით დაავადებულ თითოეულ ადამიანზე სხვადასხვანაირად აისახება.
კვლევის მიხედვით, ადამიანებმა კვირაში, 3-4 დღის მანძილზე, 10 პატარა ჭიქა ძლიერი ღვინო ან 2 ლიტრამდე ლუდი უნდა მიიღონ, ხოლო დანარჩენ დღეებში ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ.
ამავე კვლევის მიხედვით, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვირაში რამდენჯერმე ალკოჰოლის მიღება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რიცხვს, როგორიცაა ინსულტი და გულის შეტევა, ამცირებს, მაგრამ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება კუჭ-ნაწლავის დაავადების რისკს ზრდის.