REUTERS საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორს მაუწყებლობა წერს, ყოფილ საბჭოთა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა და პოლიტიკას ასწავლის.
ის ოჯახთან ერთად დუშეთში ცხოვრობს და შემოსავლის შესავსებად მის სახლთან ახლოს კოტეჯსაც აქირავებს.
„ეს საკმაოდ მდიდარი გამოცდილებაა ემოციურად. სტუმრები ამბობენ როგორ მოსწონთ, ან რას ფიქრობენ რას ვაკეთებ კარგად, როგორ მოსწონთ ხედი, ეს პერსონალურად ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია“,_ამბობს მარგველაშვილი.
მარგველაშვილს, რომელსაც სახელმწიფო პენსია არ აქვს, დურგლის საქმიანობას მიჰყო ისევ ხელი და ავეჯს, ასევე სხვადასხვა საგნებს ამზადებს.
ყოფილმა პოლიტიკოსმა კოტეჯის ტურისტებისთვის მიქირავება დაახლოებით 2 თვის წინ დაიწყო. მას შემდეგ იქ არაერთი ადამიანი დარჩა.
მისი თქმით, სტუმრების ნაწილმა, უმეტესად ქართველებმა იციან, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, სხვებისთვის კი როგორებიც არიან ტურისტები ევროპიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ეს სიურპრიზია.
ის და მისი მეუღლე 2 შვილთან ერთად 2 სართულიან მოკრძალებულ სახლში ცხოვრობენ. მის სახლში ბევრი რამეა რაც საკუთარი ხელით გააკეთა, ხოლო მაკა ჩიჩუამ, მისმა მეუღლემ მხატვრულად გააფორმა.
„ჩემი წასვლა პოლიტიკიდან არის პრეცედენტის შექმნის მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკის შემდეგაც არსებობს ცხოვრება“,_ამბობს ის.
ეზოში გასეირნებისას, რომელსაც თვალწარმტაცი ხედები აქვს, მან თქვა რომ საცხენოსნო ბიზნესის შესახებ ფიქრობს.
კითხვაზე ენატრება თუ არა ძველი სამსახური- პრეზიდენტობა- ამბობს რომ საერთოდ არა.
„ის ინტენსიური 5 წელი იყო, ახლა აქ ვტკბები მარტივი და მშვიდობიანი ცხოვრებით“,_ამბობს მარგველაშვილი.