ამ წუთებში დასრულდა დის მკვლელობაში ბრალდებული რ.თ-ს წინასასამართლო სხდომა.
ბრალდებული რ.თ-მ სასამართლო პროცესზე დეტალურად აღწერა, რა მოხდა ოჯახში. ის, ინფორმაციას, თითქოს დასთან კონფლიქტი ჰქონდა, არ ადასტურებს.
ჩემს დასთან კონფლიქტი არაფერზე მქონია და ძალიან მეგობრულად ვცხოვრობდით. მე ადრე გარდამეცვალა მეუღლე, ჩემი და კი გაუთხოვარი იყო და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ერთად გვეცხოვრა. ბოლო დროს ჩემი და ავადმყოფობდა და მძიმე მდგომარეობაში იყო. სახლის ერთ ოთახში რკინის ღუმელი იდგა. ის სკამით ასულიყო ღუმელზე და სავარაუდოდ, მილის გასწორება უნდოდა. სკამიდან ჩამოვარდა, ღუმელს თავი დაარტყა და როცა ვნახე, გარდაცვლილი იყო. გადავწყვიტე ეზოში დამესაფლავებინა და გამომეცხადებინა, რომ ჩამი და დაიკარგა. ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეზობლებს ეჭვი არ გასჩენოდა, თითქოს და მე მოვკალი. ასეთი იდოიტური შეცდომა მომივიდა. უდიდესი შეცდომა დავუშვი, რომ მეზობლებს არ დეავუძახე. არ ვიცი, მეზობლებს რა ინფორმაცია ჰქონდათ. რის ნიადაგზე აცნობეს პოლიციას, რომ მე და ჩემს დას შორის კონფლიქტი იყო და მე აგრესიული ადამიანი ვარ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ძალიან შერცხვენილი ვარ, რადგან წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი და ამ სიბერეში ასეთი ამბავი დამემართა. თუ მეღირსა აქედან გამოსვლა, თუნდაც ერთი საათით, მე თავს არ ვიცოცხლებ და სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ.
სასამართლო დაინტერესდა, ასევე, საქმეში არსებული ინფორმაციით _ რატომ ჩაარტყა ჩაქუჩი დას.
როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მართალია, და გარდაცვლილი იყო, მაგრამ შეეშინდა, რომ ეს არ ყოფილიყო კლინიკური სიკვდილი და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.
პროკურორმა შოთა ჩხაიძემ ადვოკატ დავით მამალაძის წინადადება, სადაც საუბარი იყო რ.თ-ს 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გადავისუფლებაზე არ გაითვალისწინა.
“ვერ დაგეთანხმებით შემოთავაზებაზე, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე. ეს ადამიანი ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება, სასამართლო, პროკურატურა და ყველა. მისი თავისუფლებაში ყოფნა საშიშია იმ ხალხისთვის, ვინც ჩვენება მისცა გამოძიებას, _ თქვა პროკურორმა.
მომდევნო სასამართლო სხდომა მოსამართლემ მხარეებთან შეთანხმებით 24 აგვისტოს ჩანიშნა. მანამდე კი რ.თ. პატიმრობაში რჩება.