“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, შსს საპატრულო პოლიციის გურიის პატრულ- ინსპექტორი ვ.დ. დაკავებული თანამდებობიდან რამდენიმე დღის გაათავისუფლეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ვ.დ. ერთ-ერთი მოქალაქისგან თანხის სესხებას ეხება, რომელიც არ დაუბრუნა.
„რამდენიმე ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, რომელიც არ დაუბრუნა. ამის შესახენ ინფორმაცია საპატრულო პოლიციის გურიის დეპარტამენტის უფროსის ყურამდეც მისულა, რაზედაც ის განაწყენებულა, თუმცა, მის თანამშრომელს აღნიშნული ფატქი, როგორც ქრთამის აღება, ისე ვერ დაუმტკიცა. რამდენიმე დღის წინ, დილით თათბირზე თანამშრომლები ალკოტესტით გადაუმოწმებია. ვ.დ-ს სიმთვრალე დაუდგინდა, რაზედაც საპატრულოს უფროსმა მისი სამსახურიდან დათხოვის შესახებ ბრძანება დაწერა, _ამბობს „გურია ნიუსთან“ წყარო.
ვ.დ. წლების განმავლობაში ჯერ კრიმინალურ პოლიციაში, შემდეგ საპატრულო პოლიციაში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ის ასევე, ოზურგეთში ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს იკავებდა, ბოლოს პატრულ-ინსპექტორი იყო.
შსს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული პიროვნება სამსახურიდან არავის გაუთავისუფლებია, არამედ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.