„გიორგი გახარიამ განმარტა მიზეზი გადადგომის და ახსნა ზუსტად ეს საკითხი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„გიორგი გახარიამ განმარტა მიზეზი გადადგომის და ახსნა ზუსტად ეს საკითხი, რომ მას შემდეგ, რაც გუნდში არსებობდა აბსოლუტურად ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა ყოფილიყო თანმიმდევრობა მოვლენებისა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე გაჩნდა გარკვეული უთანხმოება. ასე ახსნა, მე ასე მოვისმინე და შესაბამისად, ეს არის მიზეზი გადადგომის. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაში, კონკრეტულად აიხსნა ეს საკითხი პოლიტიკურ მოტივირებულობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.