კომპანიების მესამედი, ახალგაზრდების სამუშაო დამოკიდებულების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. აღნიშნულ ინფორმაციას THE DAILY MAIL ბიზნეს-ლიდერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, კურსდამთავრებულების უმეტესობას სამუშაო ადგილისთვის საჭირო აზროვნება და უნარ ჩვევები არ აქვთ, რის გამოც, მასწავლებლებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ სტუდენტების სამუშაო დამოკიდებულების გასაღრმავებლად.
ჩატარებული კვლევის თანახმად, დამსაქმებლების 33 % ახალგაზრდა აპლიკანტების ლიტერატურული ცოდნის ნაკლებობის გამო გამოთქვამს უკმაყოფილებას, ხოლო 40 % მათი ანგარიშის უნარის დეფიციტზე ჩივის.
„პერსონალური დამოკიდებულება, კეთილგანწყობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი და საკმარისი შესაძლებლობები რიცხობრივი მონაცემების გასამკლავებლად ყველა ახალგაზრდას განსავითარებელი აქვს“,_ნათქვამია კვლევაში.
CBI-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ჯოშ ჰარდის თქმით, სწავლების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს.
„სწავლების ხარისხი და კარიერის შექმნის შთაგონება ახალგაზრდების შანსებს განსაზღვრავს“,_თქვა მან.