ადამიანების გარკვეული ნაწილი კოშმარულ სიზმრებს ხედავს და არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც დაძინების ამის გამო ეშინიათ.
ფსიქოლოგთა განმარტებით, ყოველივე ადამიანის პიროვნულ თვისებებთანაა მჭიდრო კავშირში. სხვაგვარად რომ ვთქვათ ჩვენს სიზმრებს ჩვენი ხასიათი, თვისებები, პიროვნული შტრიხები განაპირობებენ.
მეცნიერული კვლევების შედეგად გამოყვეს 3 მთავარი ნეგატიური პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ადამიანის ღამის კოშმარებს განაპირობებს. ეს მახასიათებლებია ნარცისიზმი, სოციოპათია და მაკიაველიანიზმი.
როცა კონკრეტულ პიროვნებას ეს მახასიათებლები აქვს, ის როგორც წესი, სხვა ადამიანებით მანიპულირებას ცდილობს, სურს, რომ ყველა მას ეთაყვანებოდეს. ყოველივეს გამო ასეთი ადამიანები ხშირ შემთხვევაში არიან იმპულსურები, აგრესიულები მათ შორის სექსუალური თვალსაზრისით აგრესიულები.
ახალი კვლევის თანახმად, კოშმარები ასევე დაკავშირებულია ცხოვრების სწრაფ რიტმთან და სექსუალური ცხოვრების დისბალანსთან. ყოველივე განაპიროებეს იმას, რომ ადამიანს ესიზმრება სექსუალური ძალადობის ხასიათის სიზმრები.
ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნული მახასიათებლების მქონე ადამიანები სიზმრებში, როგორც წესი, ხედავენ სისხლისღვრას, მკვლელობას, არიან მკვლელები, ან მსხვერპლის როლში, არიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, ან თვითონ არიან მოძალადეები.
კვლევის თანახმად აგრესიული შინაარსის სიზმრები ყველაზე მეტად მაკიაველიანიზმსა და სოციაპოათიას უკავშირდება. სექსუალური ძალადობის შინაარსის სიზმრები კი უფრო მეტად სოციოპათიასა და ნარცისიზმთანაა დაკავშირებული.