ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო საარჩევნო კომისიის ორ წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
საოლქო კომისიის თავმდჯომარის თემურ კუტუბიძის თქმით, ამის მიზეზი მათ მიერ უფლებამოსილების ვერ შესრულება გახდა:
_ ოლქის მიერ დანიშნულ ორ წევრს _ ერთს ჩხაკაურის #23 საუბნო საარჩევნო კომისიაში, ხოლო ერთს #37 საუბნო საარჩევნო კომისიაში, ოლქის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე შეუწყდა უფლებამოსილება.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ორივე მათგანი საზღვარგარეთ იმყოფება და დაკისრებულ ფუნქციებს ვერ ასრულებდნენ, _ გვითხრა კუტუბიძემ.
მისივე თქმით, ორივე მათგანი კომისიის რიგითი წევრები იყვნენ.
ამავე თემაზე: ოზურგეთში, 4-მა კომისიის წევრმა, მათ შორის თავმჯდომარემ, საარჩევნო უბნები დატოვა