წელს, გაზაფხულის ყინვებმა სერიოზულად დააზიანა ყვავილობის პროცესში მყოფი კაკალი. ანალოგიური რამ გასულ წლებშიც მოხდა, თუმცა, აპრილის ბოლოს მსგავსი ყინვები იშვიათი შემთხვევაა.
კაკალი ზღვის დონიდან 1 000 მეტრზეც კარგად გრძნობს თავს, იტანს 13-14 გრადუსამდე ყინვას და უხვ მოსავალს იძლევა თუ ფერდობიან ადგილებშია გაშენებული. კაკალი ამასთანავე არ განეკუთვნება იმ კულტურებს, რომელთაც ახასიათებთ მეწლეობა _ ერთ სეზონზე მსხმოიარობა და მეორეზე _ არა.
გურიაში უმეტესად „კერკეტად“ წოდებული და პეკანის ჯიშის კაკალია გავრცელებული, რომელიც ადვილად ხარობს და უხვი მსხმოიარობითაც გამოირჩევა. თუმცა, წლევანდელმა საგაზაფხულო ყინვებმა მას ყვავილობის პერიოდში მოუსწრო და ფოთლებიანად დააზრო.
გირჩევთ, ჩვენი მთაგორიანი რელიეფის მქონე ეზოებსა თუ ტყეებში დაიწყოთ კაკლის გაშენება. ერთის მხრივ, ყინვების დროს მათ ნაკლები საფრთხე დაემუქრებათ, რადგან საკმაოდ ყინვაგამძლეა და ამავე დროს გამოდგება ქარსაფარ ზოლადაც.
ძალიან კარგი იქნება, თუ ახლა შეარჩევთ ასეთ ადგილებს და წინასწარ შეუდგებით სამზადისს, რომ შემოდგომაზე დარგოთ.
დახრილობის მქონე ფართობზე გააკეთეთ, სულ ცოტა, 50 სმ სიღრმის ორმო. მიწა კარგად გააფხვიერეთ. ორმოები ერთმანეთს თანაბარი მანძილით დააშორეთ და ჩაყარეთ ნაკელი. დარგვამდე 10 დღით ადრე შეიტანეთ ერთ კილოგრამამდე კომბინირებული არაორგანული სასუქი. ჩარგვამდე ეს სასუქი და ნაკელი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ფესვებს ისე შემოაყარეთ. თავიდან მიწა კარგად შემოატკეპნეთ, ბოლოს კი ფხვიერი მასა შემოაყარეთ. მორწყეთ დარგვისთანავე. ააკარით სარზე.
სე გაშენებული კაკლის ფერდობები გარემოს სილამაზეს, ოჯახს კი ხვავს შემატებს.