რამდენს გახსოვთ დილის საუზმე ბოლოს როდის მიირთვით? ყოველი თქვენგანი (უმეტესი) დილით ყავის სმას სჯერდება როგორც გამამხნევებელ საშუალებას და არც კი დაფიქრებულხართ, უარყოფითად რომ მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
1. ყავა იწვევს უნაყოფობას. ყავის სისტემატიური სმით შეიძლება მოხდეს ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც პროგესტერონის ნაკლებობას აბალანსებს და გამოიწვევს ნაყოფის მოშლას. ასევე ორსულობის დროს დღეში 4 ჭიქა ყავის სმა რისკის 33%-ს უდრის.
2. ყავა ხელს უშლის ვიტამინების და მინერალების სწორად შთანთქმას. დღეში 3 ჭიქა ყავის სმა სისტემატიური გამოყენებით კლავს ორგანიზმში B, PP ვიტამინებს, ამცირებს რკინას, კალიუმს, კალციუმს, რაც შემდეგ ძვლების სიმყეფეზე აისახება.
3. ყავა იწვევს სიმსუქნეს. კოფეინი გავლენას ახდენს თირკმლისზედა ჯირკვლებზე, რომლებიც ასევე გავლენას ახდენენ ფარისებრი ჯირკვლების (ჩიყვი) სწორ მუშაობაზე, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის შენელებამ კი შეიძლება შეანელოს მეტაბოლიზი, რაც შემდეგ წონაში მკვეთრ მომატებას გამოიწვევს.
4. უძილობა. პირველად არ გესმით ალბათ, რომ ყავა იწვევს უძილობას. ვისაც უძილობის პრობლემა გაწუხებთ- დღეში 3 ჭიქაზე მეტ ყავას ნუ დალევთ და ისიც საღამომდე. ზოგიერთი თქვენგანი კი იტყვის რომ- “ჩემს უძილობაზე ყავა არ მოქმედებსო”, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ყავის სმის შემდეგ ადვილად გეძინებათ, ამ დროს თქვენი ნერვული სისტემა ჭარბად აფორიაქებულია ძილშიც კი.
5. ყავა აქვეითებს იმუნურ სისტემას. როგორც უკვე ავღნიშნე ფარისებრი ჯირკვლის სწორ მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს ყავის სისტემატიური და ჭარბი დოზით სმა, რაც ასევე (ფარისებრი ჯირკვალი) გამომწვევია ათასი სხვა დაავადებისა და სწორედ ეს ყველა ერთად იწვევს ჩვენი იმუნური სისტემის მკვეთრ დაქვეითებას. ამიტომ გირჩევთ ასეთ შემთხვევაში კატეგორიულად აკრძალოდ ყავის სმა.