რესპუბლიკელი სენატორის ლინდის გრემის თქმით კორონავირუსის პანდემიაში, რომელმაც ამერიკელების სიკვდილი და რეკორდული უმუშევრობა გამოიწვია, ჩინეთის მთავრობაა დამნაშავე. ამის შესახებ სენატორმა ტელეკომპანია FOX NEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,პირველი რაც მსურს გავაკეთოთ არის შეერთებულ შტატებში სენატში, ხელი მოვაწერო ჩანაწერზე, სადაც ჩვენ, ჩვენ არ ვადანაშაულებთ ტრამპს, ჩვენ ვადანაშაულებთ ჩინეთს.
ჩინეთის მთავრობა 16 000 ამერიკელის სიკვდილისა და 17 მილიონი ამერიკელის უმუშევრად დარჩენაზე პასუხისმგებელი. ჩინეთის მთავრობის ქმედებები გამოიწვიეს ეს პანდემია. უკვე მესამე შემთხვევა, როდესაც ეპიდემია ჩინეთიდან მოდის. ჩვენი პასუხი აღნიშნულზე იმდენად ყოვლისმომცველი უნდა იყოს, რომ ჩინეთმა შეცვალოს საკუთარი ქცევა“ – განაცხადა სენატორმა. სენატორმა ლინდსი გრემიმ, ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი ,,რესპუბლიკელებისა“ და ,,დემოკრატების“ მხრიდან ისე მკაცრად დაისჯებ, რაც მათ მომავალში შეაკავებს.
,,მსურს სამედიცინო წყაროების ჯაჭვი შეერთებულ შტატებში დავაბრუნო, მსურს შევწყვიტოთ კონსულტაცია გარკვეული ვალებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ჩინეთის წინაშე გვაქვს, რადგან მათ აქეთ უნდა გადაგვიხადონ. ასე, რომ თქვენ დაინახავთ ორპარტიულ პარტიას ჩინეთის დასასჯელად.
ჩინეთი ,,რესპუბლიკელებისა“ და ,,დემოკრატების“ მხრიდან მკაცრად დაისჯება, რაც მათ მომავალში შეაკავებს.“ – განაცხადა ლინდსი გრემიმ
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიას 15 774 ადამიანი გარდაიცვალა, 430 000 ადამიანი კი დაინფიცირდა.