შეკვეთილში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შიმშილობის აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
,,ჯერ კიდევ გუშინ ვთხოვეთ პილიციას, რომ მოსულიყო სასწრაფო და ემორიგევათ აქ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. იქ, სადაც მიმდინარობს შიმშილობის აქცია, მუდმივად უნდა იდგეს სასწრაფო”, _ განაცხადა ერთ- ერთმა მოშიმშილე, გიგა ნაგერვაძემ.
აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას, აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ. მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან აქციის სხვა მონაწილეებიც. მობილიზებულია პოლიცია.