თიბისი ბანკი მადლობას უხდის ყველა ერთგულ კლიენტს და გუნდს, რომელმაც ეს პროცესი წარმატებით განახორციელა.
თიბისი ბანკი და ბანკი რესპუბლიკა გაერთიანდენ. ორი ბანკის შერწყმის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა.
უკვე დღეიდან, ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები არიან. მათ წვდომა აქვთ თიბისი ბანკის პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი; სადეპოზიტე და საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი.
წარმატებით განხორციელდა ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია, რომელიც 6 და 7 მაისს მიმდინარეობდა, შედეგად უკვე ყველა სახის საბანკო სერვისი სრულად ხელმისაწვდომია, როგორც თიბისი ბანკის, ისე რესპუბლიკის მომხმარებლებისთვის. კლიენტებს მომსახურების მიღება შეუძლიათ, როგორც თიბისი ბანკის, ისე ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში.
შერწყმის შედეგად, თიბისი ბანკი საქართველოში გახდა #1 ბანკი ყველა საბანკო სეგმენტში და მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიციები ბაზარზე.
(R)