“ქართული ოცნების“ წევრი რევაზ არველაძე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ნარკოტიკების მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჩაჯდეს, მაგრამ ადამიანი, რომელიც მის პოპულარიზაციას ეწევა,სისხლის სამართლებრივად უნდა დაისაჯოს.
,,ვთვლი, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არ უნდა მოხდეს. ვინც ნარკოტიკის მომხმარებელია, ციხეში არ უნდა ჩაჯდეს, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც პროპაგანდას უწევს და ავრცელებს, აუცილებლად უნდა ითვლებოდეს კრიმინალად, რომელსაც დაეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიცით, ნარკოტიკები რამდენად მძიმედ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ დაუშვებელია, ნარკოტიკების პოპულარიზაციითვის და ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე, რბილი პოლიტიკა გატარდეს“, _ განაცხადა რევაზ არველაძემ.