რეჟისორი ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რეჟისორის ახლობლები ადასტურებენ.
ურუშაძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
მან დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1987 წელს.
1988-1999წწ. კინოსტუდია “ქართული ფილმი”, დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი”, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი. დამდგმელი რეჟსორია ფილმების: “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა” (1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი” (2008), “დარჩი ჩემთან” (2011), “ბოლო გასეირნება” (2012), “მანდარინები” (2013); სცენარის ავტორია ფილმების: “მათთვის, ვინც მამამ მიატოვა”(1989), “აქ თენდება” (1998), “სამი სახლი”(2008), “მანდარინები” (2013); პროდიუსერია ფილმების: “სამი სახლი” (2008), “მანდარინები” (2013); გადაღებულია ფილმში: “მე მოვედი” (1981).