ქუთაისში, 7 მარტს გაუჩინარებულ 23 წლის სიმ ვიგერს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები დილიდან დაიწყო მდინარე რიონში, რადგან ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ ბიჭი რიონის ნაპირთან იმყოფებოდა.
ვიგერი ბოლოს მეგობართან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მათ დაწესებულება ნასვამ მდგომარეობაში დატოვეს. მისი კვალი სწორედ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ქრება.
გაუჩინერებული ბიჭი ნიდერლანდების მოქალაქეა. უკვე საქართველოში იმყოფებიან დაკარგულის მშობლებიც.