სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოს მცხოვრებ 32 წლის მამაკაცს ამ დრომდე რიონში ეძებენ.
მამაკაცი, რომელსაც შინ მხოლოდ მამა ჰყავს, გუშინ საღამოს ხუთი საათის შემდეგ, აღარავის უნახავს.
საქონლის მწყემსებმა მისი ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპირზე ნახეს.
სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურია ჩართული. კონკრეტულად, ბათუმიდან სპეციალურად გამოიძახეს მყვინთვები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერიან ფოცხვერია და მერის მოადგილე დავით ბახტაძე.
დაკარგული ახალგაზრდა ალექსანდრე ნადირაძეა, ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებში რეგიონის სამაშველო სამსახურთან ერთად მეზობელი რეგიონებიც არიან ჩართული.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.