ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა-ეს იქნება ერთ-ერთი მთვარი საკითხი, რაზე სასაუბროდაც პრემიერმინისტრი გაეროს მაღალ ტრიბუნას სიტყვით გამოსვლისას გამოიყენებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განახადა.
დავით ზალკანიანის თქმით, იმის გათვალსწინებით, რომ 72-ე სესიის გენერალური დებატების მთავარი თემაა ადამიანის განვითარება მდგრადი განვითარების პირობებში, გიორგი კვირკაშვილი ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ჭრილში თუ რას აკეთებს ხელისუფლება მოქალაქეების კეთილღეობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ქართული დელეგაცია დევნილების შესახებ იმ რეზოლუციის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელსაც გენერალურ ასამაბლეაზე ყოველწლიურად აგრძლებენ.
” ეს რეზოლუცია მოუწოდებს იმ ძალას, რომელიც ახორცილეებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე, უზრუნველყოს ამ ადამიანების მშვიდობიანი დაბრუნება საკუთარ სახლებში და ასევე უზუნველყოს უფლება საკუთრებაზე, რომელიც მათ აქვთ წართმეული. ჩვენ ყოველწლიურად ვზრდით იმ ქვეყნების რაოდენობას, რომელიც ამ რეზოლუციას უჭერს მხარს, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ მუდმივად ვართ გაეროს დღის წესრიგში”- განაცხადა ზალკანიანმა.